ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენი ანგარიშები და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ
ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენი ანგარიშები და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

„იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!

• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი“ მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სხდომას სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. „მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს…

Posted by Nino Lomjaria on Monday, December 28, 2020

დატოვე კომენტარი