ნინო ლომჯარია - ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ახლა მთავარია შედეგი
ნინო ლომჯარია - ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ახლა მთავარია შედეგი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ახლა მთავარია შედეგი.

როგორც ლომჯარია ამბობს, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ისაა, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული.

ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად, პრეტენზიები შეიძლება იყოს ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილად გამჭირვალე პროცესი იყო. ახლა მთავარია შედეგი. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ის არის, რომ არჩეული იყოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ან რა ეტაპზეა პოლიტიკური მოლაპარაკებები სახალხო დამცველობის კანიდატებთან დაკავშირებით.

„არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებები ან რა ეტაპზეა. შესაძლებელია, არც იქნას სახალხო დამცველი არჩეული, რადგან „ოცნებას“ ოფიციალურად არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა და ოპოზიციიდან რაზე შეთანხმდებიან, ვინ რა კონსენსუსზე წავა, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.