ნინო ლომჯარია - ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ, შეთანხმება უნდა შედგეს
ნინო ლომჯარია - ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ, შეთანხმება უნდა შედგეს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსახლეობა ელოდება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანა პოლარიზაციას ვეღარ უძლებს და შეთანხმება უნდა შედგეს.

„შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციასა და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“.

შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა …

Posted by Nino Lomjaria on Sunday, March 14, 2021