ნინო ლომჯარია - დიდი მადლობა გერმანიას, რომ ქართველ ხალხთან ერთად დგახართ, გვეხმარებით ადამიანის უფლებების დარღვევის ორგანიზატირთა პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში
არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია გერმანიას მადლობას უხდის დამატებითი აკრძალვების შემოღებისთვის იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დარბევეზე არიან პასუხისმგებლები.
როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, გერმანია მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს.
„დიდი მადლობა გერმანიას იმისთვის, რომ ქართველ ხალხთან ერთად დგახართ, მხარს უჭერთ ჩვენს მისწრაფებებს, შევუერთდეთ ევროკავშირს და გვეხმარებით ადამიანის უფლებების დარღვევის ორგანიზატირთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში“, – წერს ნინო ლომჯარია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.