ქუთაისელი ტყვიის მსროლელი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზურის მფლობელია. ეს ისტორიული მიღწევა უნგრეთის ქალაქ დიორში დაფიქსირდა, სადაც დღეს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
ხუციბერიძე მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა რადგან სამეულის წევრ რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.
დიორში მასთან ერთად კიდევ ერთი ქუთაისელი ლიზი კილაძეც გამოდის, ვინც ასევე შევიდა ფინალში, თუმცა იქ მეორე წრეში გამოვარდა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და ორივემ 374 ქულა დააგროვა, რაც მეშვიდე-მერვე ადგილების სადარი აღმოჩნდა და ორივე გავიდა ფინალში. იქ უფრო უკეთ ხუციბერიძე ფამოვიდა, 4 ეტაპი გაიარა და 192.8-ით დაამთავრა გამოსვლა, კილაძემ კი 130.6-ით დაასრულა ასპარეზობა.
ევროპელებისთვის ეს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი იყო და, ამდენად, ხუციბერიძემ პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა.