ნინო გულბანმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნინო გულბანმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა ძიუდოსტმა ნინო გულბანმა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან რუმინელი ძიუდოისტი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს დავით ლომიტაშვილი (-55კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო დავით ქარელმა (-60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე გუშინ, ასევე მესამე ადგილზე გავიდა თორნიკე მოსიაშვილი (66კგ). კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს. საქართველოდან შვიდ სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) 28 სპორტსმენი მონაწილეობს.