ნინო გოგუაძე - მარიხუანას შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის აღსასრულებელი
ნინო გოგუაძე - მარიხუანას შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის აღსასრულებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გაუქმდა, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მსჯელობის საგანი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სასამართლო გადაწყვეტილება მოითხოვს საკანონმდებლო ორგანოსგან შემდგომ რეაგირებას, ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებაც იქნება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შემდგომი მსჯელობის საგანი და თუ სასამართლო გადაწყვეტილება მოითხოვს საკანონმდებლო ორგანოსგან შემდგომ რეაგირებას, ამაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი და ბუნებრივია, გახდება პარლამენტის მსჯელობის საგანი. შეიკრიბება კომიტეტი და განვიხილავთ. ესაა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ის არის აღსასრულებელი“, – განაცხადა გოგუაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.