ნინო ცაციაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანია, არც ერთი გადაცდომა, დარღვევა არ დარჩეს რეაგირების მიღმა
ნინო ცაციაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანია, არც ერთი გადაცდომა, დარღვევა არ დარჩეს რეაგირების მიღმა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს რადიოს ეთერში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია, არც ერთი გადაცდომა, საარჩევნო დარღვევა არ დარჩეს რეაგირების მიღმა და ამ მიმართულებით უწყება სახალხო დამცველთან, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.

„ორი დღის წინ ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სახალხო დამცველთან, პირადი შეხვედრის ფორმატშიც ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. მიზანი ჩვენი თანამშრომლობის გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად მოგვაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი სახის გადაცდომაზე, დარღვევაზე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება სახალხო დამცველმა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და ამ ყველაფერზე ჩვენ ძალიან მყისიერად რომ მოვახდინოთ რეაგირება.

ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთი გადაცდომა, დარღვევა არ დარჩეს რეაგირების მიღმა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველთან, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.