ნინო ბურჯანაძე - თუ პრეზიდენტი შეწყალების წინ  იმ ადამიანების საქმეებს წაიკითხავდა, რომელებსაც იწყალებდა, არ დაუშვებდა შეცდომებს
ნინო ბურჯანაძე - თუ პრეზიდენტი შეწყალების წინ იმ ადამიანების საქმეებს წაიკითხავდა, რომელებსაც იწყალებდა, არ დაუშვებდა შეცდომებს

ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა და პროგნოზი ძალიან რთულია, – ეს შეფასება „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ბათუმში, საკუთარი პარტიის რეგიონული კონფერენციის წინ, პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა.

შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი. არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო, ყველაფერი იყო გაწერილი. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს, შეწყალების წინ წაიკითხავდა იმ ადამიანების საქმეებს, რომელსაც იწყალებდა, ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, თუ ეს შეცდომა იყო. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი