ნინო ბურჯანაძე - შევთანხმდით, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა, მათ შორის პიკეტირების ფორმითაც გაგრძელდება
ნინო ბურჯანაძე - შევთანხმდით, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა, მათ შორის პიკეტირების ფორმითაც გაგრძელდება

შევთანხმდით, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, მათ შორის პიკეტირების ფორმითაც, რადგან წუხანდელი პიკეტირება იყო აბსოლუტურად კანონიერი და სრულიად უკანონო იყო ხელისუფლების მოქმედება დილის 05:00 საათზე, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს ის, რომ აქციის დასაშლელად ხდება სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა.

„ეს რა თქმა უნდა, ანგრევს ამ ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯს, და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, მოატყუა საზოგადოება და საზოგადოება მოითხოვს დანაპირების შესრულებას. ბუნებრივია, გაგრძელდება მოთხოვნები, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ ე.წ. გერმანული მოდელი იქნება მიღებული. ეს არის გამოსავალი ხელისუფლებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება თუ წამოვა ამ ნაბიჯზე, ვითარება ნამდვილად დაწყნარდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.