ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის შიშით ბიძინას თამაშში არ ჩავერთვები
ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის შიშით ბიძინას თამაშში არ ჩავერთვები

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიშით, ბიძინა ივანიშვილის თამაშში არ ჩაერთვება.

„არ შევუწყობ არავითარ შემთხვევაში ხელს ისეთ პროცესს, რომელიც სააკაშვილის პრემიერობას განაპირობებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის შიშით ბიძინას თამაშში ჩავერთვები და სააკაშვილის შიშით ამ პროცესებს გამოვეთიშები.

მე სააკაშვილის მაშინ არ მეშინოდა, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ასე რომ, ვისაც ეშინია მისი ჩამოსვლის, ნაბიჯის ან განცხადების, იმან მიიღოს დამამშვიდებლები და იმან იფიქროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.