ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება
ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება

ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება, – ამ სიტყვებით „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

ამით ბურჯანაძე გამოეხმაურა ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ საარჩევნო წელია და ოპონენტები აცხადებენ, რომ კრიმინალმა მოიმატა.

ბურჯანაძის განცხადებით, არა ერთი გამოუძიებელი სისხლის სამართლის საქმის ფონზე შს მინისტრის განცხადება, რომ კრიმინალი არ გაზრდილა, ნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაური ცრუობს, ან რომ ის არაინფორმირებულია.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი გომელაურის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ყელაფერი წესრიგშია, კრიმინალი არ გაზრდილა და ჩვენ, ოპოზიციოს წარმომადგენლები რაღაცებს ვიგონებთ. ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელოსუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩააგდო საქრთველოს მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება. შარზე ყოფნა ოპოზიციას არ უნდა, ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს თანაპარტიელებს და არც გვჭირდება. თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის დატვირთული პრობლემებით და დაშინებით, ეს ასე არ არის. მე გეთანხმებით, რომ უფრო მძიმე შემთხვევებიც ყოფილა წინა წლების საარჩევნო პერიოდის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავის მოსაწონებლად გაქვთ საქმე. მასიურად მიდის ადამიანების დაშინება. ოპოზიციის დევნის არც ერთი ფაქტი, პირად ცხოვრებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი  გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა.

მაშინ, როდესაც გვესმის, რა ხდება ჩვენს ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რა მოხდა სარალიძის უბედურებასთან დაკავშირებით, როდესაც დღემდე არ არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის უბედურება, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის ტრაგედია, როდესაც ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა. თუ ცრუობთ, ცუდია, თუ არ ცრუობთ და ასე გგონიათ, მაშინ ბატონო მინისტრო, არაინფორმირებული ბრძანდებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი