ნინო ბურჯანაძე - ხუთი მილიარდი რომ გაქვს, როგორმე კი უნდა მოახერხო, ერთი-ორი პარტია მაინც ამბობდეს, არჩევნები სამართლიანი იყოო
ნინო ბურჯანაძე - ხუთი მილიარდი რომ გაქვს, როგორმე კი უნდა მოახერხო, ერთი-ორი პარტია მაინც ამბობდეს, არჩევნები სამართლიანი იყოო

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ უცხოელი დამკვირვებლები ვერ იგებენ საქართველოში არჩევნების გაყალბების მექანიზმს.

„გვეუბნებიან, იქნებ, გაიდლაინი, გზამკვლევი გააკეთოთ, როგორ ყალბდება საქართველოში არჩევნები. ჩვენ უბრალოდ, ვერ ვაფიქსირებთ, ამ მექანიზმებს ვერ ვიგებთო.

ნორმალური ევროპელებისთვის ძნელი წარმოასადგენია გაყალბების მასშტაბი, თუმცა რა თქმა უნდა, მათ ესმით, როცა 50 პარტიიდან, რომელიც ბიულეტენში იყო, 49 ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ხუთი მილიარდი რომ გაქვს, როგორმე კი უნდა მოახერხო, ერთი-ორი პარტია მაინც ამბობდეს, არჩევნები სამართლიანი იყოო, ასე მაინც უნდა ჩაატარო არჩევნები.

მათ ესმით, რომ აქ არის სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.