ნინო ბურჯანაძე - იმედი ვიქონიოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენის დროს სრულიად ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს
ნინო ბურჯანაძე - იმედი ვიქონიოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენის დროს სრულიად ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული ცვლილება მოქალაქეების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო პარტნიორების ბრძოლის დამსახურებაა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მოსმენაზე ცვლილებებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც დაუჭირონ მხარი.

„გაჩნდა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მართლა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს, პროცესები გადავიდეს რუსთაველიდან პარლამენტში და იყოს პოლიტიკური დებატების კულტურა. მინდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შევაფასო „ევროპული საქართველოს“ მეირ მიღებული ძალიან სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ზოგადად პროცესისთვისაც, რომ გუშინ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიეცა ხმა აღნიშნული კენჭისყრისთვის. ეს უფრო ლოგიკური და სწორი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რვა მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენის დროს სრულიად ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.