ნინო ბურჯანაძე - ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ დაამხობენ
ნინო ბურჯანაძე - ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ დაამხობენ

ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ ეს ხელისუფლება გაბედავს და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ისენი დაემხობიან.

„ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ. ხალხი დაამხობს ამ ხელისუფლებას. ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ მშვიდობიანად განვითარდეს მოვლენები, გვინდა ჩატარდეს არჩევნები და გვინდა, რომ რაღაცა აზრი დარჩეს არჩევნებს და არჩევნებისადმი მინიმალური რწმენა მაინც დარჩეს. თუ ესენი გაბედავენ და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ესენი დაემხობიან.

ეს არ არის ჩემი მოწოდება დამხობისკენ, არავითარ შემთხვევაში, თორემ შეიძლება ხვალ-ზეგ ციხეშიც აღმოვჩნდე, რაც ეს არის გამორიცხული. მოწოდებას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ან ციხის მეშინია ან ხელისუფლების, უბრალოდ მართლა არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, რადგან ეს არის ქვეყნისთვის ცუდი, თორემ ამას ნამდვილად იმსახურებს, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, როგორც ქვეყნისთვის გულშემატკივარი ადამიანი, რომ არ გააკეთონ ეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.