ნინიაშვილის და მარგველაშვილის ბრინჯაო ბელარუსიიდან | მინსკი 2019 [ვიდეო]

20:10, 22.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 66 კგ. წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა, ბაგრატ ნინიაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა. ასევე 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

დღეს მინსკში მოასპარეზე ოთხი მამაკაცი ძიუდოისტიდან ოთხივე მედალოსანი გახდა. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.

მსგავსი