ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილზე გავიდა.

თიბილაშვილმა ფრანგი ბიანა ვიდესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, 1/2-ფინალში უნგრელ ევა ჰაჯმასის 15:7 სძლია, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან შეხვედრისას მსაჯის გადაწყვეტილებით არაერთი წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, მოწინააღმდეგეს ავტომატურად დაემატა ქულები და ასპარეზობა პოლონელის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ირმა ხეცურიანის, ნინი თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ხვალ ძალებს გუნდურ შეჯიბრში მოსინჯავს.