ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

12:03, 15.02.2020

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის (ქ.ეგერი) მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

თიბილაშვილმა მერვედფინალში ტაილანდელ მეტოქეს ანგარიშით 15:7 სძლია. მეოთხედფინალში, ქართველმა მოფარიკავემ ამავე ანგარიშით მოუგო უნგრელ ამარელა ვერსს, ნახევარფინალში კი პოლონელ კინგა დროზს დაუპირისპირდა, ანგარიშით 3:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირი გახლდათ.

მსგავსი