მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მიუღებელია ვინმეს პოლიტიკური დევნა, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
„გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მიუღებელია ვინმეს პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყოს, რომ სამართლიანობა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა იყოს“, – წერს ნიკუ პოპესკუ „ტვიტერში“.
Expressing profound concern for the health of the former Georgian Pres @SaakashviliM.
It is unacceptable for any individual to endure political persecution. Urging Georgian authorities to take actions to safeguard his health & ensure justice prevails over pol interests.
— Nicu Popescu (@nicupopescu) July 5, 2023