ნიკოლოზ შერაზადიშვილი ოქროს მედლის მფლობელია | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი
ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ნიკომ უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე შერაზადიშვილმა ჩინელ ჰებილიგე ბუს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევისა და ყაზახ ისლამ ბოზბაევს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილი წელს პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.