ნიკოლოზ სამხარაძე - ყველანაირი საუბარი დამთავრდება 43-პროცენტიან ბარიერზე, რადგან ბევრად მეტს ავიღებთ
ნიკოლოზ სამხარაძე - ყველანაირი საუბარი დამთავრდება 43-პროცენტიან ბარიერზე, რადგან ბევრად მეტს ავიღებთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკოლოზ სამხრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 43 პროცენტზე მეტს აიღებს.

მისივე თქმით, შესაბამისად, ამით დამთავრდება ყველანაირი საუბარი 43-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომენტარით ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე: „ძალაშია თუ არა კვლავ 43-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი“.

„მოდი, ასე გიპასუხებთ, ჩვენ 43%-ზე ბევრად მეტს ავიღებთ, შესაბამისად, ყველანაირი საუბრები ამაზე დამთავრებული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი