ნიკოლოზ სამხარაძე - ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გადასცდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, ეს პროცესები მათ კიდევ უფრო დაასუსტებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გადასცდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, ეს პროცესები მათ კიდევ უფრო დაასუსტებს

ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როცა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ასეთი სახის დაპირისპირებას ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ერიდებიან ერთმანეთისთვის კომპრომატების მოძიებას, ამ კომპრომატების საჯაროდ გამოყენებას და ა.შ.

„ვხედავთ, რომ ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ზღვარს გადასცდა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მათი საქმეა და შიდა დაპირისპირება. ეს პროცესები ამ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს. ამ დაპირისპირების მიზანია თავმჯდომარის სკამის მოპოვება. სკამი რისთვის სჭირდებათ? იმისთვის, რომ კეზერაშვილის დაფინანსება ჰქონდეთ და ამბიცია, რომ მომავალში ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართული ავად თუ კარგად“, – განაცხადა სამხარაძემ.