ნიკოლოზ სამხარაძე - ვაპირებ, სენატორებთან შეხვედრაზე ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერის საკითხი დავაყენო
ნიკოლოზ სამხარაძე - ვაპირებ, სენატორებთან შეხვედრაზე ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერის საკითხი დავაყენო

ჩვენ სენატორებისგან მხარდაჭერას ველოდებით, რადგან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სწორედ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, სენატორებთან შეხვედრაზე შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და იმ განვითარებაზე იქნება საუბარი, რაც ქვეყანაში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან გამომდინარეა.

„ვაპირებ, მათთან შეხვედრაზე უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერის საკითხი დავაყენო ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამაში ვგულისხმობ, საქართველოს უსაფრთხოებაში ნატო-ს უფრო მეტ ჩართულობას და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ასევე ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გაცხადებულია, საბოლოო ჯამში, უნდა გადაითარგმნოს ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებში, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს“, – განაცხადა სამხარაძემ.

სენატორები საქართველოს დღეს ეწვევიან.