ნიკოლოზ სამხარაძე უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დილორომ ფაიზიევას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და სამომავლოდ მისი გააქტიურების გზები.

ხაზი გაესვა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლი საქართველოში საარჩევნო, ანტიკორუფციული და ენერგეტიკის სფეროში გატარებული რეფორმებით და ამ მიმართულებებით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა. მხარეებმა განიხილეს მომდევნო წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის უზბეკეთში დაგეგმილი ვიზიტი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.