ნიკოლოზ სამხარაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე, მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში
ნიკოლოზ სამხარაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე, მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი აღსანიშნავი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე“.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, განსაკუთრებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც 2017 წელს წარმოადგინა მასალები და საკუთარი პოზიცია“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე,