ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

18:57, 03.09.2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

„შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაერო-ს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით. ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა“, – ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი