ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებდა უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შებღალვას, ამიტომ საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებდა უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შებღალვას, ამიტომ საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის დროშის დაზიანებაზე გამკაცრებული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, საჭირო იყო კანონმდელბლობაში ხარვეზის გამოსწორება, რის ჰგამოც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

„ასეთ ადამიანს შეუძლია დროშა სახლიდან მოიტანოს და შეურაცხყოს, თუმცა, ამის უფლება არ ექნება იმ დროშებზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და განლაგებულია ადმინისტრაციულ შენობებსა და შენობებში. საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შებღალვას და ეს არის კანონმდებლობაში ერთგვარი ხარვეზი, სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ამის გამოსწორება. ამის შედეგია ის კანონპროექტი, რომელიც დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ”, – დასძინა სამხარაძემ.