ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ
ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და საკუთარი თავის დამკვიდრება სჭირდება.

„ძალიან მძიმეა, როცა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლო ეტყვის, რომ კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ პრეზიდენტობა როგორ უნდა განაგრძოს? ალბათ, ამისთვის გზებს ეძებს და რჩევებსაც კითხულობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რჩევებს სწორ ადამიანებს ეკითხება, რადგან თუ ოპოზიციას რჩევას ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ“, – განაცხადა სამხარაძემ.