ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთში ვიზიტის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია და რა პროგრესი გვაქვს
ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთში ვიზიტის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია და რა პროგრესი გვაქვს

საფრანგეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს იწყება, ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრები გვექნება როგორც სენატის თავმჯდომარესთან, ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მოსმენა იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ასევე შეხვედრები გაიმართება როგორც სენატის, ასევე ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტში და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

„ვიზიტის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია, რა პროგრესი გვაქვს. მათ გავაცნობთ გამოწვევებს, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იქნება და ამ ვიზიტის შემდეგ საფრანგეთი კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის, უპირველესად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ასევე, სხვა საგარეო პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს აქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.