ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის
ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის.

როგორც სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დაკარგა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება უინტერესო ხდება.

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის, რადგან მას შემდეგ აღარ ვუსმენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის მერე თქვა, რომ ჩვენ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.