ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას და არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას
ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას და არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას

„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, ამ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი და დიდი უფლებები მისცა ოპოზიციას. „ქართული ოცნება“ არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უბრალოდ, პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს.

„თუ არავინ დაარღვევს კონსტიტუციას, შესაბამისად, აზრის, გამოხატვის თავისუფლება და არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველასთვის იქნება გარანტირებული. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, სხვადასხვანაირი აზრი, სხვადასხვანაირი მსჯელობა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშკრებით. ბატონმა ჰარცელმაც თქვა, რომ ლოგიკას ის ხედავს, რადგან ეს დაფინანსება არის სწორედ ხმებზე მიბმული და თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ აღიარებს ამ ხმების ნამდვილობას, მაშინ რატომ ითხოვენ ამ ხმებზე მიბმულ დაფინანსებას. აქ რა თქმა უნდა ლოგიკა არსებობს.

რაც შეეხება რეგისტრაციის მოხსნას, კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია, წერია ეს საკონსტიტუციო ცენზები, ერთადერთი, აქ სიხლე იქნება ის, რომ პარტია, გარდა იმისა, რომ დაჯარიმდება 2 000 ლარით, რაც მართლაც ძალიან პატარა დაჯარიმებაა იმასთან შედარებით, რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე კონსტიტუციას დაარღვევს, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ის უბრალოდ მოიხსნება რეგისტრაციიდან იმ კონკრეტულ არჩევნებში.

თანაც აქ არ არის ლაპარაკი, რომ ვინმე ერთი წევრი ეყოლება პარტიას, რომელიც ამ კონსტიტუციურ ცენზს არ დააკმაყოფილებს, აქ არის საუბარი კონკრეტულად ლიდერზე. თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერი საქართველოს კონსტიტუციის ცენზებს არ აკმაყოფილებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტად მძიმე სანქცია უნდა მოჰყვეს, ვიდრე ეს არის 2 000-ლარიანი ჯარიმა. ესეც ისევ და ისევ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუ კონკრეტული პარტიის ლიდერი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაშინ რანაირად უნდა ჩაერთოს ის კამპანიაში, წარმოუდგენელია. ამიტომ ძალინ მარტივი ანბანური ჭეშმარიტებაა, ყველასთვის გასაგებია, საქართველოში საარჩევნო კამპანიაში უნდა ოყოს ჩართული საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.