ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი და შეხსენება, რომ შეიძლება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ნაბიჯები ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი და შეხსენება, რომ შეიძლება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ნაბიჯები ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის

პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი და იმის შეხსენება, რომ შეიძლება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ეს ნაბიჯები ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია და ამ სტრატეგიის ნაწილია ასევე საქართველოს დამორჩილებაც. სამხარაძის განცხადებით, ის, თუ რა მოხდება უკრაინაში, დიდწილად განსაზღვრავს იმას, რა მოხდება საქართველოში.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რა ინფორმაციაც მოვისმინეთ, შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ საქართველოს ირგვლივ უსაფრთხოების გარემო ძალიან გაუარესებულია. მგონი, მთავარი საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება. ჩვენ ვერც პრაღის ფორმატი და ვერც ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხეებს ბოლომდე ვერ აგვაცილებს. ამიტომ პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი და იმის შეხსენება, რომ შეიძლება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ეს ნაბიჯები ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის ნამდვილად კრიტიკული მომენტი, ამიტომ, ამ კუთხით გვმართებს სიფხიზლე და ის, რომ საფრთხეებს ერთად წინ აღვუდგეთ. ვაკვირდებით, რა ხდება უკრაინის ირგვლივ, თუმცა უკრაინა რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია და ამ სტრატეგიის ნაწილია ასევე საქართველოს დამორჩილებაც. ამიტომ, ის, თუ რა მოხდება უკრაინაში, დიდწილად განსაზღვრავს შემდეგ იმას, რა მოხდება საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი