ნიკოლოზ სამხარაძე - პარტია, რომელსაც პარლამენტში მუშაობა არ უნდა, არ არის მზად პოლიტიკური ცხოვრებისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე - პარტია, რომელსაც პარლამენტში მუშაობა არ უნდა, არ არის მზად პოლიტიკური ცხოვრებისთვის

პარტია, რომელიც პარლამენტს ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა არ უნდა, არ არის მზად პოლიტიკური ცხოვრებისთვის და არის უმწიფარი პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ბოიკოტი ნებისმიერი პარტიის უფლებაა.

„ოპოზიცია პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, მათთვის უარესი იქნება და ამ ყველაფრის შედეგებს მომავალ არჩევნებზე მიიღებენ. საპარლამენტო ბოიკოტი ნებისმიერი პარტიის უფლებაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება, იყოს პროტესტის ფორმა ან კომფორტის ზონაში გადასვლა, როცა მუშაობა ეზარებათ, ასევე პლენარულ სხდომაზე და კომიტეტის სხდომებზე მოსვლა და დისკუსია. ასეთი ქმედებებით ყოველთვის წაგებული არიან და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.