ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციისთვის კომიტეტების გადაცემის საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიქნები თუ არა
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციისთვის კომიტეტების გადაცემის საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიქნები თუ არა

როგორც ჩანს, საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე ოპოზიციური პარტიების პასიურობა იმას უკავშირდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე არ სურთ, არანაირი პასუხისმგებლობის გაზიარება და უნდათ, რაც ხდება, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს არის ოპოზიციიის მთავარი ტაქტიკა, რაც პატარა ბავშვისთვისაც გასაგებია.

„ხუთი წამყვანი კომიტეტიდან ორი ოპოზიციას უნდა გადაეცეს. ჩემთვის უცნაურია დოკუმენტში არსებული ჩანაწერი წამყვან კომიტეტზე, რადგან ყველა კომიტეტი წამყვანია, ყველას თავისი მიმართულება აქვს. მმართველ გუნდში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან ამის სურვილს ოპოზიციასაც დიდად არ გამოხატავს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიქნები თუ არა, მთავარია, ის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას წაადგება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, კომიტეტს დავთმობ“, – განაცხადა სამხარაძემ.