ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, მერობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, მერობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ

ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, მერობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ. სრულიად განსხვავებული პარტიებია და მათი ერთობა ხელოვნური იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს.

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გიორგი ვაშაძეს დავეთანხმებოდი – მერობის საერთო კანდიდატს თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დააყენებენ, მგონია, ეს დამარცხების ფორმულა იქნება, თუმცა ისედაც არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი შანსი ჰქონდეთ გამარჯვების, სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში. ჩვენი მოქმედების სტრატეგიისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ზოგადი გადანაწილებისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, რადგან სრულიად განსხვავებული პარტიებია და მათი ერთობა ხელოვნური იქნება.

შარლ მიშელის დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ირღვევა, თუმცა ირღვევა ოპოზიციის მხრიდან. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ აწერს ხელს და მეორე – „ლელომ“ ხმა არ მისცა „საარჩევნო კოდექსს“, რითაც დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.