ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას აბსურდული განცხადებები ახასიათებს, არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ კანონმორჩილება ხელის გადაგრეხაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას აბსურდული განცხადებები ახასიათებს, არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ კანონმორჩილება ხელის გადაგრეხაა

კანონის მორჩილება თუ ხელის გადაგრეხაა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ოპოზიციას ახასიათებს აბსურდული განცხადებების კეთება. არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს, საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხა, – ასე შაფასა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  ნიკოლოზ სამხარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადება.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს დეპუტატი თუ არადეპუტატი, ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას.

„ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ახლა დაიწყო. მე უბრალოდ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს დეპუტატი თუ არადეპუტატი, ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას. კანონის მორჩილება თუ ხელის გადაგრეხვაა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ოპოზიციას ახასიათებს აბსურდული განცხადებების კეთება. არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს, საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მცდელობაა, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევიდეს.

„ჩემი გადმოსახედიდან ეს უკავშირდება ხელების გადაგრეხვის პრინციპს, ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინონ. ფიქრობენ, თუ ასეთ უტიფრობას გამოიჩენენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც გადაწყვიტა, ამ პარლამენტისთვის არ მიენიჭებინა ლეგიტიმაცია, გადაწყვეტილებას შეცვლის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.