ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და კანონს შეადაროს
ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და კანონს შეადაროს

ჩემთვის პირადად ძალიან გაუგებარია განცხადება, რომ კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიას უნდა გადავუგზავნოთ ეს კანონი. იქ ზუსტად ზედმიწევნითაა შესრულებული ის პუნქტები, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან იყო რეკომენდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და კანონს შეადაროს ის პუნქტები შესრულებულია თუ არა. შეიძლება კომუნიკაციის პრობლემაა. შეიძლება რაღაც ვერ გაიგეს ან არასწორად გაიგეს. ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივია გადამოწმება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია თუ არა. ყველა ტრანშს, რომელიც საქართველოში ირიცხება გარკვეული პირობითობა მოჰყვება. ეს ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პასუხად და ამის შემდეგ მოხდებოდა მეორე ტრანშის გადმორიცხვა. ჩვენ ეს კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მივიღეთ. ამის გაკეთება ახალ პარლამენტს მოუწია. ეს რეკომენდაციები უკვე შესრულებულია. ამიტომ, ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.