ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაცმოძრაობა“ ექვსი თვის განმავლობაში იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა, ახლა მისთვის სახის შენარჩუნება და პარლამენტში შემოსვლა რთულია
ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაცმოძრაობა“ ექვსი თვის განმავლობაში იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა, ახლა მისთვის სახის შენარჩუნება და პარლამენტში შემოსვლა რთულია

„ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი თვის განმავლობაში იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა, ახლა მისთვის სახის შენარჩუნება და პარლამენტში შემოსვლა რთულია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა თუ არ სურთ, ეს ღიად უნდა განაცხადონ და წერტილი დასვან.

„ნაციონალური მოძრაობის“ გაჯიუტება გაუგებარია. თუ არ სურთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, ღიად განაცხადონ, დასრულდება და წერტილი დასვან, თუ სურთ, შემოვიდნენ. პრობლემა იმაშია, რომ ექვსი თვის განმავლობაში იმდენად დესტრუქციულად იქცეოდნენ, რომ მათთვის სახის შენარჩუნება და პარლამენტში შემოსვლა რთულია. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის პარლამენტში შემოსვლა არის ვაი, არშემოსვლავუი. ამიტომ, ორ ცეცხლშუა არიან. იმედია, აქედან გაკვეთილს ისწავლიან და მომავალში ასეთ შეცდომებს არ დაუშვებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.