ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია პროვოკაციებზეა აგებული, რაზეც ევროპაში ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ
ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია პროვოკაციებზეა აგებული, რაზეც ევროპაში ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია პროვოკაციებზეა აგებული, რაზეც ჩვენს ევროპაში ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხრაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობა არავის სჭირდება, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება პროვოკაციებს და პრინციპში, მისი წინასაარჩევნო კამპანია პროვოკაციებზე არის აგებული. ჩვენ ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ევროპაში და ვუთხარით, რომ ისინი ფაქტობრივად არ აწარმოებენ ადგილობრივი არჩევნებისთვის დამახასიათებელ წინასაარჩევნო კამპანიას, არ ჩადიან რეგიონებში, არ ესაუბრებიან ხალხს და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე წამოაგონ პროვოკაციებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორც პარტიულ აქტივისტს, როგორც პარტიის წევრს, ასევე ჩვეულებრივი მხარდამჭერს, თავი შეიკავონ.

ჩვენ არჩევნებს ვიგებთ დამაჯერებლად, არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში არეულობა, გარდა იმ რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს. ამიტომ ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ მაქსიმალურად და არ წამოაგონ პროვოკაციას. ერთი ქართული ანდაზა არსებობს, გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ეს არის ზუსტად მათი ტაქტიკა, როდესაც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მიეჭრა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თამვჯდომარეს, როდესაც ის თქვენს კოლეგებთან საუბრობდა და ინტერვიუს აძლევდა. როდესაც ახლა ამას პირდაპირ ეთერში ნახავ და შემდეგ ცდილობ, ამის დატრიალებას და დაბრალებას „ქართული ოცნებისთვის“, სხვა არაფერია, თუ არა უნამუსობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.