ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაუქმებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ფასი არ აქვს, ეს საზოგადოების დაცინვაა
ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაუქმებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ფასი არ აქვს, ეს საზოგადოების დაცინვაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით დაამტკიცა, რომ უპრინციპო პოლიტიკური ძალაა.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, პარტია ჯერ ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ შევიდა, შემდეგ თქვეს, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნემ, მაგრამ მოაწერეს.

„ეს ხდება მათი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ცდილობენ, პროდასავლური მანტია მოისხან. მათი მონაწილეობის გარეშე შეთანხმების დიდი ნაწილი შესრულებულია და ახლა მათი მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ძალიან დაგვიანებულია და არაფერს ცვლის. ეს არის საზოგადოების დაცინვა, როცა პარტია გაუქმებულ შეთანხმებას ხელს აწერს, ამას არანაირი ფასი არ აქვს”, – განაცხადა სამხარაძემ.