ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კარიკატურულ პარტიად არის წარმოჩენილი, რაც კარგია, მაგრამ პოლიტიკური სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, სოლიდური ოპოზიცია გვყავდეს
ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კარიკატურულ პარტიად არის წარმოჩენილი, რაც კარგია, მაგრამ პოლიტიკური სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, სოლიდური ოპოზიცია გვყავდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩავარდნილია სასოწარკვეთაში და ისეთ მარტივ ტყუილებს იგონებენ, რაც ზუსტად სამ წუთში იშიფრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ნათლად ჩანს, რომ პარტიაში დაპირისპირებაა იმაზე, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის ფინანსურ რესურსს და ძირითადი ბრძოლა ამ მიმართულებით მიდის.

„სოციალურ ქსელში, ბანერზე რაღაც განცხადებას განათავსებენ, რომელიც ხან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე ან პრემიერზე ეწერება. როცა ასეთი სულელური გზებით ცდილობენ, მოსახლეობაში ბრაზი გამოიწვიონ, ნათელია, რომ მათ სხვა შესათავაზებელი არ აქვთ. ნათლად ჩანს, რომ პარტიაში დაპირისპირებაა იმაზე, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის ფინანსურ რესურსს და ძირითადი ბრძოლა ამ მიმართულებით მიდის. საზოგადოებაში მათი პოზიციები ძალიან შესუსტებულია, ნდობა დაკარგეს და კარიკატურულ პარტიად არიან წარმოჩენილი, რაც „ქართული ოცნებისთვის“ კარგია, მაგრამ პოლიტიკური სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, ჩვენ სოლიდური ოპოზიცია გვყავდეს“, – აღნიშნა სამხარაძემ.