ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

16:57, 05.05.2025

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრია მანდიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების – საქართველოსა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის ბოლოს ნიკოლოზ სამხარაძემ ანდრია მანდიჩი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

მსგავსი