ნიკოლოზ სამხარაძე – მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას თუ ავიღებთ, მაგალითად საია წერს, რომ მოსყიდვის შემთხვევები ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი იყო, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან

15:06, 24.11.2020

მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას თუ ავიღებთ, მაგალითად საია წერს, რომ მოსყიდვის შემთხვევები ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი იყო, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო. ოღონდ არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში არ წერია, რომ ეს დარღვევები მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან იყო ან საერთოდ, რომ იყო მმართველი პარტიის მხრიდან. ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ დარღვევები იყო.

მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას თუ ავიღებთ, მაგალითად საია-ს შემთხვევაში წერია, რომ მოსყიდვის შემთხვევები ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი იყო, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან. სხადასხვა ძალადობის ფაქტიც იყო ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ეს არის ყველას მიმართ მოწოდება, რომ ერთად იმუშაონ, რათა სამომავლოდ ასეთი ტიპის დარღვევები და ხარვეზები აღმოიფხვრას. ეს მუშაობა სწორედ პარლამენტში უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო სიის ანულირების გეგმაზე.

„მათ შეუძლიათ, ეს გააკეთონ, მათი უფლებაა. თუმცა რა თქმა უნდა, ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა იქნება. ამიტომ მე მათ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვურჩევდი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი