ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ განცხადებები პასუხისმგებლობით აკეთონ და ეს განცხადებები ფაქტებს ეფუძნებოდეს
ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ განცხადებები პასუხისმგებლობით აკეთონ და ეს განცხადებები ფაქტებს ეფუძნებოდეს

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიუსელიდან, მათ შორის, ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო განცხადება ის იყო, რომ თურმე საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.

„ასეთი განცხადებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს ვერ შეუწყობს. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ განცხადებები პასუხისმგებლობით აკეთონ და ეს განცხადებები ფაქტებს ეფუძნებოდეს. მათ არ უნდა შეურაცხყონ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება. თუ ამას გაითვალისწინებენ, შეგვიძლია, ურთიერთობაში ნაბიჯები გადავდგათ. თუ ეს ასე არ იქნება და საქართველოს დააბრალებენ ხან პუტინის აგენტობას და ხან სხვა მძიმე ბრალდებებს, რომლებსაც ევროპარლამენტარებისგან ვისმენთ, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის იმიჯზე აისახება. თავადვე ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხის მონაპოვარია და მათი ამოცანა არ არის, რომ ხალხი დასაჯონ. თუ მათ ამ განცხადებას დავუჯერებთ, მაშინ უვიზო მიმოსვლა განხილვის საკითხი არ უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობდნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.