ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, მივულოცო ქართულ საზოგადოებას, დღეიდან შეუქცევადად იწყება საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესი
ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, მივულოცო ქართულ საზოგადოებას, დღეიდან შეუქცევადად იწყება საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესი

მინდა, მივულოცო ქართულ საზოგადოებას ეს ისტორიული ნაბიჯი და დღეიდან შეუქცევადად იწყება საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა ის, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით ევროკომისიასთან და თითქმის ყველა ქმედებასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას გავდიოდით ევროკომისიასთან. დიდი სამუშაო გავწიეთ, ვეწვიეთ ევროკავშირის თითქმის ყველა დედაქალაქს და საბოლოო ჯამში ყველა დავარწმუნეთ, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს. შარშანაც იმსახურებდა, მაგრამ წელს უფრო მეტად გამოჩნდა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, როცა საქმე გადაეცემოდა ევროკომისიას, არც ერთი ქვეყანა წინააღმდეგ არ წავიდოდა. სამუშაოები არის როგორც მთავრობის მიერ განსახორციელებელი, ასევე პარლამენტის მიერ, ამ ცხრა ნაბიჯზე მუშაობა თითქმის დაწყებულია. დღეს განხილული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელსაც ხვალ უნდა ვუყაროთ კენჭი პარლამენტში, ესეც მათ შორის არის ამ ცხრა ნაბიჯის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ ვჩერდებით და ამ პუნქტებზე მუშაობა დაწყებულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, 2024 წლის შემოდგომაზე ეს საკითხებიც მთლიანად იქნება შესრულებული. ჩვენ შეგვეძლება მოვითხოვოთ შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ეს არის 2024 წელს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა“, – განაცხადა სამხარაძემ.