ნიკოლოზ სამხარაძე – ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე, ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან, მათ არანაირი მორალური შეზღუდვა არ აქვთ

15:45, 11.09.2026

როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, აქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ხალხის მოსვლა კატასტროფა იქნება.

„ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე. რაც ხდება, ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს უმრავლესობა რომც აეღოთ, მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ერთმანეთის აუტანლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ უბედურებას გადავრჩით, რომ მათ არჩევნებში უმრავლესობა ვერ მიიღეს. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათ არანაირი მორალური შეზღუდვები არ აქვთ. როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ – ერთმანეთის დაბეზღებით არიან დაკავებულები. საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ხალხის მოსვლა კატასტროფა იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი