ნიკოლოზ სამხარაძე – ლევან მახაშვილთან ერთად, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრი, ვაკვირდებოდი ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებს, ვუსურვებ ყირგიზ ხალხს სტაბილურ განვითარებას
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრები, ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემს კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრი, ვაკვირდებოდი ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს. ვუსურვებ ყირგიზ ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.
Observed parliamentary elections in 🇰🇬 as member of #OSCEPA electoral mission together with my colleague @makhashviliL. I wish 🇰🇬 people prosperity and stable development. pic.twitter.com/j4IYOdDpUB
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) November 30, 2025