ნიკოლოზ სამხარაძე - კარგია, რომ „გირჩმა“ დაინახა, ვინ არის ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში წყლის ამღვრევი, ვინ მიდის დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაზე
ნიკოლოზ სამხარაძე - კარგია, რომ „გირჩმა“ დაინახა, ვინ არის ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში წყლის ამღვრევი, ვინ მიდის დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაზე

კარგია, რომ „გირჩმა“ დაინახა, ვინ არის ოპოზიციურ ე.წ. ერთობაში წყლის ამღვრევი, ვინ მიდის დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე „გირჩის“ ლიდერების მიერ ოპოზიციის შეხვედრის დატოვებას გამოეხმაურა.

„ამ ბოლო დროს „გირჩის“ განცხადებები სრულიად ლოგიკურია. მათ ძალიან კარგად დაინახეს, თუ ვინ არის იმ ოპოზიციურ ე.წ. ერთობაში წყლის ამღვრევი, ვინ მიდის დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაზე. კარგია, რომ „გირჩმა“ეს დაინახა და ამაზე ღიად ლაპარაკობს. მივესალმებოდი, ეს სინამდვილე აღიარონ სხვა დანარჩენმა პატარა პარტიებმაც, რომლებიც იქ არიან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, მიზეზად კი აზრთასხვადასხვაობა დაასახელეს.

„ნამდვილად აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენს კოლეგებს, როგორც ჩანს, ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, საუბარი არ ისურვეს და ჩვენ ვერ დავინახეთ აზრი, დავრჩენილიყავით“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.