ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დღეს რომ იყოს მისაღები, პოზიტიური იქნებოდა, თუმცა წინ კიდევ ხუთი თვეა და ბევრი რამ გლობალურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული
ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დღეს რომ იყოს მისაღები, პოზიტიური იქნებოდა, თუმცა წინ კიდევ ხუთი თვეა და ბევრი რამ გლობალურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი დღეს რომ იღებდეს, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

მისივე თქმით, წინ კიდევ ხუთი თვეა და ბევრი რამ გლობალურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„გადაწყვეტილება დღეს რომ იყოს მისაღები, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, თუმცა წინ არის კიდევ ხუთი თვე, რაც, ზოგადად, პოლიტიკაში ძალიან ბევრია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ ვითარებაზე. ასევე იმაზე, რა განვითარება იქნება უკრაინაში. შესაბამისად, ხუთი თვით პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა სამხარაძემ.