ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზეც გამარჯვებული გამოვა
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზეც გამარჯვებული გამოვა

იმის გათვალისწინებით, რომ წინა სარჩელი მოვიგეთ, დიდი იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სარჩელის შემთხვევაშიც საქართველო გამარჯვებული გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სარჩელი მოიცავს გადაადგილების უფლების შეზღუდვას, წამების ფაქტებს, მათ შორის საკუთარ სახლებში გადაადგილების შეზღუდვას

„ეს სარჩელი შეჩერებული იყო იმის გამო, რომ საქართველოს სხვა სარჩელის ჰქონდა შეტანილი, რომელიც იანვარში დაკმაყოფილდა.

ახალი სარჩელი მოიცავს გადაადგილების უფლების შეზღუდვას, წამების ფაქტებს, მათ შორის საკუთარ სახლებში გადაადგილების შეზღუდვას. მთელი რიგი უფლებებია, რომელსაც რუსეთი არღვევს. იმის გათვალისწინებით, რომ წინა სარჩელი მოვიგეთ, დიდი იმედი მაქვს, ამ სარჩელის შემთხვევაშიც საქართველო გამარჯვებული გამოვა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა.